5. May 2014

Conventions of use

 

საიტის მოხმარების პირობები:

1. ძირითადი პრინციპი: თითოეული ავტორი თანახმაა გამოაქვეყნოს კონტენტი, რომელიც შეესაბამება ჩვენს ძირითად პრინციპს („nEuropa აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემხრობა მშვიდობიან და ტოლერანტულ გაცვლას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში და რომელიც მზად არის, აქტიურად დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროცესს.“)

 

2. ავტორის როლი: თითოეულ სტატიას უნდა მიეთითოს ავტორის სახელი. ერთ ავტორს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სახელი/ექაუნთის. თითოეული ავტორი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე.

 

3. მულტილინგვალიზმი: ნებისმიერი სახის კონტენტი უნდა შეიქმნას მშობლიურ და ინგლისურ ენებზე. სხვა ენებზე თარგმანი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.

 

4. სარეკლამო თავისუფლება: თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი რეკლამა პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

 

5. უფლებრივი კონტენტის თავიდან აცილება: არც ერთი კონტენტი არ უნდა იყოს სამართლებრივი ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამოქვეყნდეს არც ერთი კონტენტი, რომელზეც კოლექტიური მართვის საზოგადოებებს გააჩნიათ უფლებები.

 

6. საკუთარი სახელების მართლწერა: საკუთარი სახელები, როგორც წესი, ყველა ენაში სხვადასხვანაირად აღინიშნება, მაგ. გერმანულად – Puschkin, Jerewan; ინგლისურად – Pushkin, Yerevan, ქართულად – პუშკინი, ერევანი.

 

7. სანქციები: კულტურ აქტივის ძირითადი პრინციპისა თუ წესდების დარღვევის, ან გარკვეული სადავო სიტუაციის შემთხვევაში, რადიო nEuropa-ს რედაქცია უფლებას იტოვებს წაშალოს შესაბამისი კონტენტი. პრეცენდენტის განმეორების შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული მომხმარებლის ექაუნთი დროებით ან ხანგრძლივად გაუქმდეს.

 

8. რადიო nEuropa-ს რედაქცია უფლებას იტოვებს ცვლილებები შეიტანოს საიტის მოხმარების პირობებში.

 

ინსტრუქცია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ – „როგორ დავამატოთ კონტენტი?“

 

ვინ? მიუთითეთ მონაწილე ხელოვანთა ან ღონისძიების მონაწილეთა სახელები

 

ღონისძიება – ტექსტების ან აუდიო-ვიზუალური შინაარსის მქონე კონტენტის ატვირთვა დამოუკიდებლად არის შესაძლებელი რედაქციის ჩარევის გარეშე. რედაქცია უფლებას იტოვებს, წაშალოს ცალკეული კონტენტი იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი წინააღდეგობაში მოდის საიტით სარგებლობის პირობებთან.

 

 

აუდიომასალა – მუსიკის ან სხვა აკუსტიკური შინაარსის მქონე კონტექსტი თანდართული ტექსტებით ასევე რედაქციისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ განათავსოთ საიტზე. რედაქცია უფლებას იტოვებს, წაშალოს ცალკეული კონტენტი იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი წინააღდეგობაში მოდის საიტით სარგებლობის პირობებთან.

 

 

ფოტო – პირობები: ფოტოალბომებისა და თანდართული ტექსტების ატვირთვაც ასევე დამოუკიდებლად არის შესაძლებელია, თუმცა ამისათვის დაგჭირდებათ თქვენი ექაუნთის აქტივაცია რედაქციის მიერ. რედაქცია იტოვებს აღნიშნულის უფლებას ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით

 

 




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 70

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 110

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 148
გადაადგილება რუკაზე
ღონისძიება
აუდიომასალა
ფოტო