17. February 2014

იდეა

 

„nEuropa აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემხრობა მშვიდობიან და ტოლერანტულ გაცვლას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში და რომელიც მზად არის, აქტიურად დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროცესს.“ (ძირითადი პრინციპი)

 

რადიო nEuropa-ს შექმნის იდეა მდგომარეობს იმაში, შექმნას საკუთარი მიკრო-ერი, როგორც სახელმწიფო გეოგრაფიული საზღვრების გარეშე, სადაც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეხვდებიან და შეძლებენ ერთმანეთტან კონტაქტების დამყარებას. 2014 წლის მაისიდან კულტურ აქტივი (დრეზდენი/გერმანია) ამ იდეას ვირტუალური ქსელის სახით ახორციელებს.

 

თემატურად რადიო nEuropa შემდეგ სამ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას, ესენია: ღონისძიება, აუდიომასალა და ფოტო. ღონისძიებები ტარდება რეალურ გარემოში, მაგალითად სახელოვნებო დარბაზებსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში. თემების გადმოცემა შესაძლებელია აგრეთვე ფილმების, ფოტოებისა და სოციალური მედია-საშუალებების დახმარებით. აუდიომასალა გარკვეულწილად თავის თავში მოიცავს რადიოს შექმნის თავდაპირველ იდეას. თუმცა იგი მაინც განსხვავებული ტიპის შინაარს მოიცავს, როგორებიცაა მუსიკა, რადიომოხსენებენი, აუდიოკოლაჟი და სხვ. – აქ მთავარი კრიტერიუმია: შესაძლებელი იყოს მისი მოსმენა. ფოტო მოიცავს ფოტოგამოფენებსა და სხვადასხვა თემატური შეხედულების ქვეშ გაერთანებულ ფოტოსესიებს.

 

თილისმად ვიყენებთ ნარინჯისფერ ჯუჯას პოლიტიკურ-სახელოვნებო მოძრაობა „ნარინჯისფერი ალტერნატივაზე“ დაყრდნობით, რომელიც 1980იან წლებში პოლონეთში წარმოიშვა და რომელიც დიდი ხანია კულტურ აქტივის მოღვაწეობის ხანგრძლივი შტაგონების წყაროდ იქცა.

 

ინტერნეტ-პორტალის რეალიზაცია პროექტის „ტრანსკავკასია – კავკასიის ნაკვალევი ევროპაში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2014 წლის ბოლომდე გასტანს.

 

რადიო nEuropa ორიენტირებულია დაინტერესებულ პირთა თანამონაწილეობაზე! ეს ერთის მხრივ სოციალური მედია-საშუალებების დახმარებით ხორციელდება. facebook-ის, twitter-ისა und google+-ის მომხმარებლებს შეუძლიათ უპრობლემოდ გააზიარონ და თავიანთ ქსელში გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია სოციალური მედია-საშუალებების (youtube, soundcloud და სხვ.) ჩვენს საიტზე მიმაგრება და მისი რადიო nEuropa-აზე წარდგენა. გარდა ამისა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თავად გახდეს ავტორი რადიო nEuropa-ში, რომელიც დაეთანხმება და მისდევს საიტის მოხმარების პირობებს.




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 70

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 110

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 148
გადაადგილება რუკაზე
ღონისძიება
აუდიომასალა
ფოტო