5. May 2014

ტრანსკავკასია- კავკასიის ნაკვალევი ევროპაში

 

ტრანსკავკასია წარმოადგენს კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ერთადერთ ინტერდისციპლინარულ პრეზენტაციას ევროპაში. პროექტი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ როგორც თანამედროვე ხელოვნების გალერეებში, კინოებში, თეატრებსა და კულტურულ ცენტრებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. 2004 წელს პოლონეთში მისი პირველად ჩატარების შემდეგ პროექტმა შეძლო, ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო მსოფლიოს კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონის თანამედროვე ხელოვნება.

 

„ტრანსკავკასია- კავკასიის ნაკვალევი ევროპაში“ სახელით 2013/14 წლებში პროექტი ჩატარდა რვა ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, უკრაინასა და გერმანიაში. ამასთან ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენდა გვეჩვენებინა, რომ ტრანსკავკასიას სურს მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ევროპის კულტურულ ცხოვრებაში ახალი იმპულსების შეტანა. ასე ჩვენ ვქმნით ახალ ევროპას. ამაში კი რადიო nEuropa-ს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

 

ტრანსკავკასიის პარტნიორები:

 

Fundacja Inna Przestrzeń/ფონდი სხვა სივრცე (ვარშავა, პოლონეთი)

Kultur Aktiv/კულტურ აქტივი (დრეზდენი, გერმანია)

Österreichisch-Kaukasische Gesellschaft/ავსტრიულ-კავკასიური საზოგადოება (ვენა, ავსტრია)

S-Hacek/ (პრაღა, ჩეხეთი)

Association Aye Aye V-O (ნანსი, საფრანგეთი)

Oficina da courela accociação (აზარუია, პორტუგალია)

Arts territory (ლონდონი, გაერთანებული სამეფო)

Stockholm Fringe Fest (სტოკჰოლმი, შვედეთი)

Kontora pravylo (კიევი, უკრაინა).

 

ევროკავშირის პროგრამის kultura, საქსონიის ფედერაციული მიწის კულტურული ფონდის, ევროპული კულტურული ფონდისა და პროგრამის „ჩვენ საქსონიისათვის“ მხარდაჭერით მოხერხდა პროექტის განხორციელება. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომლის გარეშეც რადიო nEuropa-სა და პროექტის „ტრანსკავკასია- კავკასიის ნაკვალევი ევროპაში“ განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა!

 

პროექტის ოფოციალური ვებ-გვერდი: www.transkaukazja.eu

 




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 70

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 110

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /www/htdocs/w0113898/www-radio-neuropa-net/wp-content/themes/neuropa/includes/map.inc.php on line 148
გადაადგილება რუკაზე
ღონისძიება
აუდიომასალა
ფოტო